სამეგრელოში ხოჭოების შემოსევაა

14572088_651167745043416_481616808_oსამეგრელოს რამდენიმე რაიონში ბოლო დღეების განმავლობაში ერთგვარი ხოჭოების მასიური შემოსევაა.
მარტვილის, სენაკის, ხობის და ზუგდიდის მოსახლეობა (ძირითადად სოფლის მცხოვრებლები) ბოლო დღეების განმავლობაში სახლებში ხოჭოების დიდი რაოდენობით შემოჭრას უჩივიან.
საუბარია ერთგვარ მოყავისფრო ხოჭოებზე (ეს სახეობა მწვანე ფერისაც გვხდება), რომელიც სამეგრელოში უხსოვარი დროიდან ბინადრობდნენ და რომელსაც მეგრელები ,,მუნწი,,-ს ეძახიან. ეს ხოჭოები გამოირჩევიან მძაფრი სუნით, რომელიც მათი გასრესის შემთხვევაში კიდევ უფრო მძაფრდება.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ,,თაიმერთან,, საუბარში აცხადებს, ხოჭოების ეს სახეობა ყოველთვის ბინადრობდენ სამეგრელოში და მათ ზაფხულის პერიოდში თითო-ოროლას თუ აღმოჩენდნენ საახლში ან ეზოში. თუმცა ამ ხოჭოების, შუა შემოდგომაზე და ასეთი რაოდენობით სახლში შემოჭრას, უხუცესებიც ვერ იხსენებენ.
საქმეს ისიც ართულებს, რომ სახლში შემოფრენილი ასეულობით ხოჭოს მოსაშორებლად და გასანადგურებლად ეფექტურ საშუალებას – მოსახლეობა ვერ პოულობს… მწერების საწინააღმდეგო ფართოდ გავრცელებული აეროზოლები ,,დიხლოფოსი,, ,,ჰურ ტოკსი,, ამ ხოჭოებს, დახურულ სივრცეში 3-4 საათის განმავლობაშიც ვერ სპობენ და რაც მთავარია, მათ სუნს ეს მწერები საერთოდ არ ერიდებიან… ასეულობით ასეთი ხოჭოს გასრესა კი – დიდ სირთულესთან ერთად, ჰიგიენურ პრობლემას და ოთახში აუტანელ სუნს ტოვებს.
ადგილობრივების განცხადებით, თუ ხოჭოების შემოსევა ასე გაგრძელდა… მათ ნორმალური ცხოვრების საშუელება მოესპობათ, რადგან ეს ხოჭოები გარდა იმისა, რომ გააჩნიათ უსიამოვნო სუნი და საკვების მომზადებაში უშლიან დიასახლისებს ხელს, ძვრებიან ლოგინში, უძვრებიან ადამიანებს ტანსაცმლის ქვეშ, თმებში, რითაც ზემოქმედებენ ადამიანის ფსიქიკაზე… ოთახში მწერების სიუხვე და სუნი განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს პატარებზე.
მოსახლეობის განცხადებით, მწერებთან დაკავშირებული პრობლემა ახალია, თუმცა საკმაოდ მწვავე და ამ პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში აუცილებელი გახდება როგორც ადგილობრივი ორგანოების, ასევე ქვეყნის სანიტარული სამსახურების ჩართვა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებში ევროსაბჭოს დამკვირვებლებს ლიტველი ზინგერისი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაკიმ კარდაშიანი პარიზში მძევლად აიყვანეს