სამეგრელოში გამოკვლეულ 96 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე დღეს გამოკვლეულ 96 პაციენტს აღნიშნული ინფექცია არ დაუდასტურდა. გამოკვლეულთა შორის იყო 80 მედიკოსი ზუგდიდის, წალენჯიხისა და ზუგდიდის 112-ის ფილიალებიდან, ასევე დევნილთა პოლიკლინიკიდან.

სხვა, 16 პაციენტის ანალიზები ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში საკარანტინო სივრციდან და ცხელების ცენტრებიდან შემოვიდა.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს 135 ბიოლოგიური მასალა შემოვიდა. დარჩენილ 35 პაციენტების კვლევა ხვალ დილიდან განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა ტარდება PCR კვლევები კოვიდ 19-ზე. გამოკვლეულია 300-დე პირი. სამასივე ადამიანის პასუხი უარყოფითია.

ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს საკარანტინო ზონებში მყოფი ადამიანები, ასევე ცხელების კლინიკების პაციენტები და მედიკოსები.

ლაბორატორია სრული დატვირთვით კვლავ განაგრძობს მუშაობას და პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ტესტირება ჯარისკაცებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს ჩაუტარდებათ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – ჩვენი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ Covid-19-თან ბრძოლა, არის მეორე ამოცანაც – ეკონომიკა, რომელსაც სჭირდება გახსნილი შესაძლებლობები და საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება იმ პოზიტიურ ტრაქეტორიას, რომელიც ჰქონდა
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება – ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 18 857 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა – 9 630