სამეგრელოში გახარიას პარტია მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა

ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის რღვევა სამეგრელოში გრძელდება. პარტია საქართველოსთვის ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ დატოვა. მან კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.

მანამდე კი ჩხოროწყუ, წალენჯიხა, მარტვილი, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის, ალექსანდრე მოწერელიას ბიუროს თანამშრომლმა ფრიდონ ლათათიამ, გოგა თოლორდავამ და სალომე პაპავამ გიორგი გახარიას გუნდი დატოვეს და „ქართული ოცნებას“ შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად
შემდეგი სტატიანიკოლ ფაშინიანი: ბატონ ღარიბაშვილს ერთხელ კიდევ მადლობას მოვახსენებ ივნისში 15 სომეხი ტყვის დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის