25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

სამეგრელოში ძლიერი და გადაუღებელი წვიმის შედეგად მძიმე ვითარებაა შექმნილი

სამეგრელოში ძლიერი და გადაუღებელი წვიმის შედეგად მძიმე ვითარებაა შექმნილი. სტიქიამ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ცენტრალური და შიდა გზები, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესებიც.
ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. უამინდობის გამო დაზიანებულია ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურაც.
ამ წუთებში წვიმა კვლავ ინტენსიურად გრძელდება, რის გამოც მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება.
უახლოეს წუთებში, სტიქიის ზონიდან შემოგთავაზებთ ვიდეო და ფოტო მასალებს.

banner
წინა სტატიაშიმედია: ესპანეთში 2 000-ზე მეტმა დემონსტრანტმა ღაზის დახმარების ფლოტილიის აქტივისტების მიმართ პოლიციის მოპყრობა გააპროტესტა
შემდეგი სტატია„წლებია ვითარება არ იცვლება“ — ბადრი ყალიჩავას ოჯახი დახმარებას უშედეგოდ ელოდება