სამეგრელოში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებილ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში, მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ყოფილი უნივერსიტეტის შენობაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, დამონტაჟდა წყლის საქაჩი ახალი ტუმბო და კორპუსში მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა.
ასევე, სამეგრელოში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ჭითაწყარში, ელქსელისა და აღმაშენებლის №222-ში მდებარე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობებში. დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სარემონტო სამუშაოების დაწყება ხუბულავას ქუჩაზე №14-ში (ყოფილი ვეტლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში.
სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ ადგილზე დაათვალიერა.
აღნიშნულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ და სამუშაოების მიმდინარეობას მონიტორინგი გაუწიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავამ, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის წევრებმა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : „ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი, უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება
შემდეგი სტატიაევროპული საქართველო რუსეთის მიმართ დამატებით სანქციებს ითხოვს, ოცნება მხარს არ უჭერს