“სამეგრელოში დაფიქსირდა ფაქტები, როცა რეგისტრატორები ამომრჩეველზე გაცემულ ბიულეტენებს არ ურტყამენ ბეჭედს, ასევე არ აფიქსირებენ ხელმოწერას, რაც იწვევს ბიულეტენის გაბათილებას”

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და ზუგდიდის საკრებულოს სიის პირველმა ნომერმა გიგა ფარულავამ სამეგრელოში თვითმმართველობის არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – მოდით არჩევნებზე,რომ ამ მოჯადოებული წრის გარღვევა საბოლოოდ მოხდეს მხოლოდ არჩევნებზე მისვლით. ჩვენ ეს შეგვიძლია,ეს მოჯადოებული წრე გავარღვიოთ ჩვენი დაფიქსირებული ხმით და უნდა გავაკეთოთ არჩევანი მომავლის სასარგებლოდ.
ჩვენ აუცილებლად დავიცავთ თქვენს თითოეულ ხმას!’’-აღნიშნავს გიგა ფარულავა.

,,მინდა აღვნიშნო,რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის ფიქსირდება მნიშვნელოვანი აქტივობა,რაც მშვიდობიანი ცვლილებების მაჩვენებელია. შევეხები კონკრეტულ ფაქტებს. 15:00 საათის მდგომარეობით ზუგდიდის შემთხვევაში რამოდენიმე უბანზე დაფიქსირდა,რომ რეგისტრატორები ამომრჩეველზე გაცემულ ბიულეტენებს არ ურტყამენ ბეჭედს,ასევე არ აფიქსირებენ ხელმოწერას,რაც ბუნებრივია ბიულეტენის ბათილობაზე მიანიშნებს. აბაშაში,სენაკსა და ზუგდიდში უბნებზე ფიქსირდება ავტომობილებში ფულის გადაცემის ფაქტები.მთელი რეგიონის მასშტაბით უბნების უმეტეს ნაწილზე ფიქსირდება ბირჟები.სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ამ ბირჟების მიმართ,რომლებიც არღვევენ კანონით დადგენილ დისტანციას,არ ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.ფოთში ორი უბანი გაიხსნა დაგვიანებით და აქაც ასევე აქტიურად ხდება ბირჟების მობილიზება და იმ დისტანციის დარღვევა, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.ხობში უბანზე ადგილი ჰქონდა ბიულეტენების განზრახ დაზიანებასა და ასე გადაცემას ამომრჩევლისთვის.წალენჯიხაში კი ფიქსირდება ამომრჩევლის უბანზე დაშვება მისი იდენტიფიცირების,ასევე პირბადის მოხსნის და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნების შემოწმების გარეშე. უმთავრესი,რაც მინდა აღვნიშნო,რომ ,,ქართული ოცნების’’ შტაბის მიერ თავის მხარდამჭერებზე ჩაშლილი არის კონკრეტული დავალება, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველზე, რომელიც საეჭვოა მათთვის და სავარაუდოდ არ შემოხაზავს ბიულეტენზე 41 ნომერს, მოხდეს მათ ბიულეტენზე, როგორც ბეჭდის ასევე ხელმოწერის არ დაფიქსირება.მივმართავ თითოეულ მოქალაქეს,რომ მაქსიმალურად ყურადღებით შეამოწმონ მიღებული ბიულეტენები, ვინაიდან კონკრეტულ ბიულეტენზე ხელმოწერის ან ბეჭდის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ბიულეტენი ჩაითვლება ბათილად.“ -აცხადებს გიგა ფარულავა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი დამკვირვებელი – არ შეგვიმჩნევია მნიშვნელოვანი დარღვევები
შემდეგი სტატიავაშაძე – არ დაიზაროთ, გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე