19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.

ინფორმაციას “მთავარი ამბები” ავრცელებს და წერს, რომ ავტომობილში, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. მათივე ცნობით, ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე ორი დღის წინ მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

გამოცემა წერს, რომ გარდაცვლილის ცხედარს უახლოეს საათებში ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენებენ. არსებული ინფორმაციით, საქმეზე ერთი პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო

banner
წინა სტატიაშიEuromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად  დაასახელა
შემდეგი სტატიანინო ჯღარკავა: შენი შვილის ქორწილი რომ ყოფილიყო შენ როგორ მოიქცეოდიო, მე აუცილებლად დავპატიჟებდი სუფრასთან