სამეგრელოში ავარიას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ემსხვერპლა

უჯარმასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვია

სამეგრელოში ავარიას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ემსხვერპლა. ავტოავარია წალენჯიხა-მესტიის საავტომობილო გზაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომანქანა კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

თუ რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში„შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა“
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში, სოფელ სქურის ტყეში ხანძარია