სამეგრელოში ახალი ტიპის ხოჭოები გამოჩნდნენ

ფაროსანას მიერ განადგურებულ სამეგრელოში, მოსახლეობა ნებისმიერი ახალი ფორმის მწერის გამოჩენას, გასაკვირი არაა, რომ დიდი შიშით  ძრწოლვით უყურებს.
ამერიკული პეპელას, ბზის ალურასა და ფაროსანას შემდეგ, სამეგრელოს თუ რომელიმე მწერი შეაშინებდა არ გვეგონა, თუმცა ხალხი უკვე ლაპარაკობს ამ ახალ მწერზე, რომელიც ორიოდე კვირის წინ დიდი რაოდენობით შეამჩნიეს ახალ აყვავებული ხეებისა და მინდვრის ყვავილებზე.
შეშინებულმა მოსახლეობამ, რომელსაც  ,,თაიმერი,, ფაროსანას პირველაღმომჩენად და ამ თემისადმი ყურადღების მიმდევნებლად ახსოვს, ამჯერადაც ჩვენ მოგვმართა, რომ ხელისუფლებას ყურადღებისკენ და პრევენციისკენ მოვუწოდოთ.
,,თაიმერმა,, მოახერხა და კამერაზე აღბეჭდა სამეგრელოში ახალგამოჩენილი მავნებელი, რომლის ხასხასა წითელი ფერი, აღდგომის დამდეგ დღესასწაულს კარგად შეეხამება და ისეთი ლამაზია, რომ მისგან საფრთხე ძნელი წარმოსადგენია და იმედია, ეს ასეც არის, თუმცა ადგილობრივები მწერზე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ ხელისფლებისგან.  იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მწერის მავნებლობის ხარისხზე, თვისებებსა და ავკარგიანობაზე, მუნიციპალიტეტის მთავრობა მოსახლეობას მაქსიმალურად სწრაფად და ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებს.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,  

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ბოდიში?!
შემდეგი სტატიასენაკში ,,ნაციონალებმა,, პატარა ბიძინას ხარება მიულოცეს