სამეგრელოში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა ზუგდიდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს შენობა გახსნეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” გუბერნიიდან აცნობეს,

საგანგებო სიტუაციების სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გარემონტდა და აღიჭურვა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით, მაშველებს ახალი ყოველდღიური ფორმები გადაეცათ, ასევე განხორციელდა შენობის ეზოს კეთილმოწყობა. ახალ სამმართველოში 83 თანამშრომელი მუშაობს. ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას 3 სახანძრო და 2 სამაშველო მანქანა მოემსახურება.
გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გაიმართა სიმულაციური ჩვენება, რომლის დროსაც მეხანძრე-მაშველების მიერ ნაჩვენები იქნება საკაცით დაზარალებულის დაშვება გრძელ თოკზე, ხანძრის ქრობა, საევაკუაციო ბალიშზე სიმაღლიდან ხტომა.

banner
წინა სტატიაში„რუსთავის წყალი“, სამომხმარებლო ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი – თურქეთის უსაფრთხოება ნატო-ს პრიორიტეტია