29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა – 2027 წლიდან ეგრისის ეროვნული პარკი ამოქმედდება

სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია – ეგრისის ეროვნული პარკი – შეიქმნა. შესაბამისი კანონი ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა.

ახალი ეროვნული პარკი წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მოიცავს. მისი საერთო ფართობი 37 074 ჰექტარია.

ეგრისის ეროვნული პარკი კოლხეთის ბიოგეოგრაფიულ არეს მიეკუთვნება და გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი გარემოთი. ხელსაყრელი კლიმატური პირობების წყალობით, ტერიტორიაზე დღემდეა შემორჩენილი უძველესი მცენარეული საფარი – კოლხური ფლორა, ასევე მრავალი იშვიათი და ვიწრო ლოკალური ენდემური სახეობა, რომლებიც მხოლოდ სამეგრელოში გვხვდება.

სპეციალისტების შეფასებით, ეროვნული პარკის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და უნიკალური ლანდშაფტების დაცვას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, ასევე ეკოტურიზმის განვითარებასა და სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

კანონი „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ ოფიციალურად 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე უზბეკეთის პრეზიდენტს: საქართველო აფასებს პარტნიორობას უზბეკეთთან, რომელსაც არამხოლოდ სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად, არამედ მეგობრად მივიჩნევთ
შემდეგი სტატიაბერა ივანიშვილის შეურაცხყოფის საბაბით გიორგი გოგია 3 000 ლარით დააჯარიმეს