სამეგრელოში 83 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ 19“-ზე 83 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. შედეგად, არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ლელა ქაჯაიამ აღნიშნა, გამოიკვლიეს როგორც ცხელების კლინიკების პაციენტები, ასევე საკარანტინო სივრცეში მყოფი პირები.

გამოკვლეულ პირებს შორის ცხელების ცენტრის მედპერსონალიც იყო.

„ჩვენს ლაბორატორიაში დღეს 83 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოვიკვლიეთ „კოვიდ 19“-ზე „პისიარ“ ტექნოლოგიით. დინამიკა უცვლელია, სამეგრელოში ამ დრომდე არ ფიქსირდება ახალი კორონავირუსის შემთხვევა. დღეს ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხებია მიღებული. ხვალ ჩვეულებრივად განვაგრძობთ მუშაობას ახალ კვლევებზე“, – აცხადებს ლელა ქაჯაია.

banner
წინა სტატიაშიზვიად შალამბერიძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ საჩხერის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსი 589 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა