სამეგრელოში 12 წლის ბიჭი ავტოავარიას ემსხვერპლა

სამეგრელოში 12 წლის ბიჭი ავტოავარიას ემსხვერპლა. შემთხვევა ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სოფელ ჭითაწყარში მოხდა. მოზარდს მანქანა გზაზე გადარბენის დროს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა. მანქანის მძღოლი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდნეტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა
შემდეგი სტატიაჩვენ ძალიან ბევრი კომპრომატი გვაქვს, ბევრი ფაქტი გვაქვს, არსებობს საქმეში უამრავი დარღვევა – მაჩალიკაშვილების ადვოკატი