სამეგრელოს საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ მურთაზ (ბუტიკო) ჩიქობავა ინიშნება?

როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ მურთაზ (ბუტიკო) ჩიქობავა ინიშნება. ბრძანებას, შინაგან საქმეთა მინისტრის  გიორგი გახარიას პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე ხელს უხლოეს დღეებში მოაწერს.

მურთაზ ჩიქობავა სამეგრელოს საპატრულო პოლიციის უფროსის ალექსანდრე ბელქანიას მოადგილედ მუშაობდა. თავის დროზე მისი დანიშვნა მეგის ქარდავას რეკომენდაციით მოხდა. “თაიმერის” წყაროს ცნობით, მას დღემდე აქტიური ურთიერთობა აქვს ალექსანდრე ბელქანიასთან და მეგის ქარდავას საახლობლო წრეებთან. მურთაზ ჩიქობავას 2012 წლამდე საპატრულო პოლიციის მიერ ჩატარებულ ყველა სადამსჯელო ღონისძიებაში აქვს მიღებული მონაწილეობა. უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით ტარდებოდა თბილისში მიტინგზე მიმავალი ავტომანქანების დაჯარიმება და მძღოლების „ლიშენიაზე გაშვება“. ის ხელმძღვანელობდა სამეგრელოს საპატრულო პოლიციის სპეცრაზმს, რომელიც მიტინგებზე ხალხის დარბევით თუ „დავერბოვკებით“ იყო დაკავებული. ყოფილი თანამშრომლების თქმით, ის ასევე იყო ნარკოდამოკიდებული. მისი მითითებით ხდებოდა თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება.

 მურთაზ ჩიქობავა 2012 წლამდე დაკავებულ თანამდებობას უბრუნდება. როგორც ამბობენ, იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის კადრად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ლევან გორგაძე იაპონიაში იმპერატორის თასის მფლობელი გახდა! გილოცავ ლევან, საამაყო კაცი ხარ!
შემდეგი სტატიამსჯავრდებულებმა წმ. ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს