23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო
ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების
ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო
თოფი, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები. ერთ-ერთი დაკავებულისგან, ასევე,
ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

banner
წინა სტატიაში3 აგვისტოს ზუსტად სამი წელი შესრულდება შოვის შემზარავი სტიქიიდან, რომელსაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა