14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა,
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში
ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ზუგდიდში ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად,
ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი
ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული
ნივთიერება, მათ შორის: „მეთადონი“, „მარიხუანა“ და ფსიქოტროპული
ნივთიერების შემცველი 56 აბი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით
მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე