27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

სამეგრელოს პოლიციამ აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით
ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 ივლისს, აბაშის
მუნიციპალიტეტში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა და
სანადირო თოფიდან ერთი გასროლა განახორციელა. პოლიციამ, ცხელ კვალზე
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი შემთხვევის ადგილზევე, ბრალდებულის სახით
დააკავა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშილანა გალდავა: მიხეილ ყაველაშვილის ირანში ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს
შემდეგი სტატიაგიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას მამა: ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც ყოფილ პოლიციელს