სამეგრელოს პოლიციამ 3 715 აბი ”სუბუტექსი” და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

სამეგრელოს პოლიციამ 3 715 აბი ”სუბუტექსი” და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი
ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, ცეცხლსასროლი
იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე
2 პირი – 1978 წელს დაბადებული დ.კ. და 1970 წელს დაბადებული კ.თ.
დააკავეს.
დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და
ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებები, 2 პისტოლეტი და ვაზნები ამოიღეს.
დ.კ.-ის მიერ ევროპიდან ჩამოყვანილი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად,
ამოღებულია 3715 აბი “სუბუტექსი”, ხოლო კ.თ.-ის საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკისას კი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების 2 აბი და აბის სამი ნატეხი,
2 პისტოლეტი და 57 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე,
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის
მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშეძრწუნებული ვარ სკოლაზე თავდასხმით, უზრუნველვყოფთ რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრებას – თრასი
შემდეგი სტატიახარკოვში, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეტროში აღნიშნეს