6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

სამეგრელოს პოლიციამ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლიდან ძებნილი, 1984 წელს დაბადებული
ბ.ს. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბ.ს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზუგდიდის
მუნიციპალიტეტში დააკავეს. მსჯავრდებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
განაჩენის საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა
ჰქონდა შეფარდებული.

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შემდეგი სტატიატრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ ირანის ნავთობის ჩინეთში ექსპორტის შემცირებაზე იმუშავებს