სამეგრელოს პოლიციამ 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში სამართალდამცველების მიერ ბოლო 10
წლის განმავლობაში ძებნილი პირი – 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
გ.მ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა.
ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის
წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.მ.-ს მიმართ სასამართლოს
მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ხოლო 2010 წლის აგვისტოდან, მასზე
ძებნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიხანძარი გაგრის რაიონის დაბა განთიადში (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგალის რაიონი ცეცხლშია გახვეული