სამეგრელოს გუბერნატორი სინოფარმით აიცრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით (სინოფარმი) დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აიცრა.

„იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდეთ ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია. მხოლოდ ეს დაამარცხებს ვირუსს, რომლის წაინააღმდეგაც მთელი მსოფლიო იბრძვის და მოგვცემს საშუალებას კორონავირუსი არ კლავდეს ჩვენს მოქალქეებს, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა, მოვხსნათ შეზღუდვები და დავიბრუნოთ ნორმალური ცხოვრება. ამიტომაც მოვუწოდებ ყველას – ავიცრათ, ამით გავუფრთხილდეთ ჩვენს სიცოცხლეს და გარშემომყოფებს“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიSocial Impact Award 2021 საკონკურსო ნაწილი იწყება
შემდეგი სტატიაჯანმო 80 მლნ ვაქცინის სხვა ქვეყნებში გაგზავნის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმება