“…სამეგრელოს და მეზობელ აფხაზეთს შორის” – ზურაბიშვილი აფხაზეთს მეზობლად მოიხსენიებს

ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განსაკუთრებულად ვაკვირდები და მაინტერესებს, რას აკეთებს–სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “რიონის” ეთერში, სპორტზე და პოლიტიკაზე საუბრისას აფხაზეთი მეზობლად მოიხსენია. ზურაბიშვილი ამბობს, რომ გვჭირდება იპოდრომი:

“ანაკლია კი არ არის და კონცერტები და იქ ბევრი ნარკოტიკები, სამეგრელოს და მეზობელ აფხაზეთს შორის. იპოდრომი გვინდა. ჩვენ დავკარგეთ მთლიანად ცხენოსნობა, როგორც ქართული, ყველაზე ერთ ერთი ძველი სპორტი” განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ომეგა ჯგუფში“ შემავალმა სიგარეტის მწარმოებელმა კომპანიამ „ოჯთ“ ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება, 50 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს
შემდეგი სტატიასოფელ ხელთუბანში ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს