სამეგრელოდან თბილისში მიმავალ სააკაშვილის მხარდამჭერებს მოქალაქეები ცოცხებით დახვდნენ

თბილისში მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მოთხოვნით გასამართ აქციაზე მიმავალ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს აბაშაში, სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ.

მშვიდობიან აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებული მოქალაქეების ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს სიმბოლურად ცოცხებით და რეჟიმის ამსახველი ფოტოებით დახვდნენ. აქციის მონაწილეების განმარტებით ცოცხი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის სიმბოლოა და ამიტომაც გადაწყვიტეს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები თბილისში ამ ფორმით გაეცილებინათ.

აქციის მონაწილეების განმარტებით აქცია მშვიდობიანი ფორმა ქონდა და ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრალდება თითქოს გზა ვინმესთვის გადაეკეტათ სიმართლეს არ შეესაბამება.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იოანე სააკაშვილზე – როცა დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს და კიდევ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა