სამეგრელოდან თბილისში აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები უკვე გამოემგზავრნენ

სამეგრელოდან თბილისში აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მორაობის” წევრები და მხარდამჭერები დილიდან გამოემგზავრნენ.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დედაქალაქისკენ სამარშუტო ტაქსებითა და მსუბუქი ავტომობილებით მოდიან.

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის თემურ ბასილაიას ინფორმაციით, მხოლოდ ზუგდიდიდან აქციაზე 600-მდე მოქალაქე გაემგზავრა.

რაც შეეხებათ აქციის მონაწილეებს, მათი თქმით, ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ბიძინა ივანიშვილის მიერ ხალხის მოტყუებას აპროტესტებენ და აქციებზე ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებამდე იდგებიან

banner
წინა სტატიაში“ყველა მინუს ერთი”- დღეს პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიააქციას თბილისში ფოთიდანაც უერთდებიან