სამეგრელოდან COVID 19-ზე გამოკვლეულ ყველა პაციენტზე პასუხი უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს 29 პაციენტი გამოიკვლიეს. მათ შორის იყო 13 მედპერსონალი ინფექციური საავადყოფოდან და სენაკის ცხელების ცენტრიდან. COVID 19-ზე გამოკვლეულ ყველა პაციენტზე პასუხი უარყოფითია.

“საბედნიეროდ ისევ დადებით დინამიკას ვინარჩუნებთ სამეგრელოს რეგიონში. დღეს გამოვიკვლიეთ 29 პაციენტი და მათ შორის იყო 13 მედპერსონალი ინფექციური საავადმყოფოდან და სენაკის ცხელების ცენტრიდან. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს ასე გადანაწილდნენ: ყველაზე მეტი იყო რუხის საავადმყოფოდან, კლინიკა ენელაიდან და სენაკისა და ხობის ცხელების ცენტრებიდან. ჩვენს ლაბორატორიაში ამ წუთის მონაცემებით უკვე გამოკვლეულია ასამდე ადამიანი”-აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტიგინაშვილი მეუფე იობს ამხელს
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი – ჩვენი ხელისუფლების მიერ დროულად გადადგმული ნაბიჯები იყო, იმ წარმატების საფუძველი, რომელიც დღეს გვაქვს, როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით