სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 173 პირი იმყოფება

1 მაისის დილის მონაცემებით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 91 პირი რჩება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 173 პირი. ვადის ამოწურვის მიზეზით თვითიზოლაცია მოეხსნა 886 მოქალაქეს.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის პირობებში წესების დარღვევას, რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ასეთი ფაქტი 30 აპრილს არ დაფიქსირებულა. ამავე ინფორმაციით,

რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 65 პირის ბიოლოგიური მასალა გააგზავნეს. მათგან 64 შემთხვევაში ახალ კორონავირუსზე პასუხი უარყოფითია.

რაც შეეხება კიდევ ერთი პირის ანალიზს, რომელიც ფოთიდან გააგზავნეს, პასუხს დღეისთვის ელოდებიან.

ამ 65-დან 29-ის პასუხი გუშინ, გახდა ცნობილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 27 ახალი პაციენტიდან 20-ის წყარო ცნობილია, 7-ის მოკვლევა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათბილისის ზღვის ჰოსპიტალში 26 ტესტის პასუხი მიიღეს, „კოვიდ-19“ არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა