სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდები ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრებიან.

13324173_1205053542839702_2020140517_o

სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდები ერთმანეთს ფეხბურთში შეეჯიბრებიან. საფეხბურთო ტურნირის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაა.

საჯარო მოხელეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის ჯგუფური შეხვედრები 11 ივნისს „ბაიას“ საფეხბურთო ბაზაზე გაიმართება. 12 ივნისს კი მეოთხედ ფინალის შეხვედრები ჩატარდება. ნახევარფინალში გასული გუნდები ერთმენეთს 18 ივნისს შეხვდებიან, ფინალური შეხვედრა კი 19 ივნისს გაიმართბა.

საფეხბურთო ტურნირის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაა. საფეხბურთო ტურნირი „ახალგზარდობის წლის“ ფარგლებში იმართება. წელს რეგიონის მასშტაბით არაერთი ახალგზარდული ღონისძიებაა დაგეგმილი. 2016 წელი ახალგზარდობის წლად მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ექნება უვიზო მიმოსვლა – გერმანიის მთავრობის პოზიცია
შემდეგი სტატიამამუკა ჩიქოვანი : რუსთავის სკოლაში წამების ამსახველი კადრები აჩვენეს