სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ცხრა ე.წ. საბერიოს კლასტერს უკავშირდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ცხრა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან არიან, სამი კი ზუგდიდის ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია.

აღნიშნულის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 25 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 673 ადამიანი გამოიკვლიეს.

„რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 673 ტესტი, აქედან გვაქვს 12 დადებითი პასუხი, მათგან სამი ზუგდიდის შემთხვევეაა, ხოლო ცხრა არის ოკუპირებულ საბერიოს შემთხვევა. ზუგდიდის სამივე დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს. სულ, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 68-ს შეადგენს. რეგიონის მასშტაბით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 176 პირი“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათგან ერთი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია და ე.წ. საბერიოს კლასტერს მიეკუთვნება. მეორე გამოჯანმრთელებული კი ბათუმის მკვიდრია.

ამ დროისთვის, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 63 კოვიდინფიცირებული, აქედან ხუთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
შემდეგი სტატიასაქართველოში 3 114 აქტიური შემთხვევაა, მათგან 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა