სამეგრელო-ზემო სვანეთში დღევანდელი მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანი იმყოფება

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში დღევანდელი მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 298 ადამიანი, მათ შორის, აბაშაში – 18, სენაკში – 12, მარტვილში 31, მესტიაში – 2, წალენჯიხაში – 56, ჩხოროწყუში – 14, ხობში – 27 , ფოთში 22, ზუგდიდში 116 პირი, ანაკლია – განმუხურში 51 ადამიანი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით ზუგდიდში თვითიზოლაციაში იმყოფება 25 ადამიანი, აბაშაში – 10, სენაკში – 26, მარტვილში – 6, ხობი – 16, ფოთში კი – 28 პირი.

წალენჯიხა, ჩხოროწყუ და მესტიაში კარანტინში არცერთი პირი არ იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიქობულეთის კლასტერი კიდევ ოთხით გაიზარდა , მათ შორის ერთი არასრულწლოვანი – 10 წლამდე მოზარდია
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : დავემორჩილოთ გამკაცრებულ ღონისძიებებს, რადგან თუ ათეულებზე მეტი შემთხვევა არ იქნება, პრობლემას დავძლევთ