სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ვლადიმერ ბორცვაძემ და შალვა ბედოიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს კი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე.

მინისტრის მოადგილეებმა პოლიციის დეპარტამენტების ახლად დანიშნულ დირექტორებს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. რაც შეეხება გურამ ზესაშვილს, იგი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

banner
წინა სტატიაშიოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წამების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაკრიმინალური გარჩევა სამტრედიაში – დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა