სამეგრელო-ზემო სვანეთის სუსის უფროსად ირაკლი ჯიქია დაინიშნა

როგორც “თაიმერისთვის” ხდება ცნობილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველოს  უფროსად ირაკლი ჯიქია დაინიშნა. ინფორმაცია “თაიმერს” თავად ირაკლი ჯიქიამ დაუდასტურა. 

ირაკლი ჯიქია წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა წამყვან პოზიციას იკავებდა. იგი 2006 წლის იანვრიდან დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ფოთის სამმართველოს უფროსი იყო. 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტომდე ირაკლი ჯიქია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2017 წლის აგვისტოდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსი უკვე 11 402 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება