სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სასკოლო ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები იწყება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სასკოლო ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები იწყება. ასევე სპეციალური ხსნარით დამუშავდება რეგიონის სახელოვნებო სკოლები. სამუშაოების დროული შესრულებისა და მეტი კოორდინაციისთვის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, რესურსცენტრები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები შედიან.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს.ამიტომაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დედის დღის და 8 მარტის ღონისძიებები, სადაც კონცერტები და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები იყო დაგეგმილი უქმდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში იტალიაში მგზავრობისგან თავი შეიკავონ
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავა თავდასხმის დეტალებს იხსენებს