ვატანგ ქირიას სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა

ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე - შემთხვევის ადგილზე შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მივიდნენ

ქიარია-0ბახტანგისამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვატანგ ქირიას სავარაუდო მკვლელმა თავი მოიკლა.”მოამბის” ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ.ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი ქირიას ნათესავი იყო და ბინა, რომელშიც პროკურორის ცხედარი აღმოაჩინეს, სწორედ მან დაიქირავა.დეტალების დასაზუსტებლად “თაიმერი” პროკურატურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ და რაიმე სიახლის შემთხვევაში განცხადებას გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ პროკურორ ქირიას ცხედარი თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში წუხელ აღმოაჩინეს.

banner
წინა სტატიაშივენესუელაში საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა შემოიღეს
შემდეგი სტატიათბილისში ღორის გრიპით ადამიანი დაიღუპა