სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ირაკლი ჯიქია დაინიშნა

როგორც “თაიმერისთვის” ხდება ცნობილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ირაკლი ჯიქია დაინიშნა.

ირაკლი ჯიქია წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა წამყვან პოზიციას იკავებდა. იგი 2006 წლის იანვრიდან დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ფოთის სამმართველოს უფროსი იყო. 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტომდე ირაკლი ჯიქია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2017 წლის აგვისტოდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.2018 წლიდან კი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე.

banner
წინა სტატიაშიახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა საქართველოს რეგიონებში
შემდეგი სტატია39 წლის გიორგი კვარაცხელიას მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა