სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი შეამკო

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

,,საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები. ამ ომმა შეიწირა ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. მათ შორის იყვნენ სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები ჩვენი რეგიონიდან მინდა პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს. მათი გმირობები და სამშობლოსათვის თავდადება უკვდავი მაგალითებია მომავალი თაობებისთვის. დიდება გმირებს, მათ მიერ გაღებული სისხლი აუცილებლად გამოიტანს შედეგს და საქართველო იქნება ერთიანი, სადაც ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაურმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიამედვედევი: ცხინვალზე თავდასხმა დაიწყო მოულოდნელად და ვერაგულად, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გვეპასუხა