სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია

სამეგრელო-ზემო სვანეთის ,,DMO”-ს აღმასრულებელ დირექტორად ლევან წულაია დაინიშნა.

ლევან წულაიამ 2000 წელს დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია და ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2005 წელს დაამთავრა და მიიღო მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომი. ლევან წულაიამ 2005 წელსვე გაიარა სტაჟირება იუსტიციის სამინისტროში. 2006-2009 წლებში მუშაობდა თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალის საკრედიტო განყოფილებაში. 2009-2012 წლებში იყო იურიდიული ფირმა „ბლექ ენდ ვაითი“ დირექტორი.

2012 წლიდან ა(ა)იპ „მომავალი დღეს“ გამგეობის თავმჯდომარე. იმავე წლის ბოლოდან კი ა(ა)იპ „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი“-ს იურიდიული განყოფილების უფროსი. 2013-2015 წლებში ლევან წულაიამ წარმატებით გაიარა ლოზანას უნივერსიტეტის (შვეიცარია) საერთაშორისო და ევროპული ეკონომიკური და ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა. 2015- 2018 წლებში მუშაობდა კერძო ბიზნეში საკონსულტაციო საწარმოო და ოჯახური სასტუმროების მიმართულებით. 2018 წლის სექტემბრიდან – სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის კონსულტანტი საჯარო მმართველობის საკითხებში.
საუბრის დასასრული
დაწერეთ შეტყობინება…

banner
წინა სტატიაშიბესელია-აცებიც აცხობენ, ქალების დიასახლისობასთან იდენტიფიცირება კარგად არ გამოიყურება
შემდეგი სტატია„თანამდებობა ხალხის ძარცვის ინდულგენციას არ აძლევს – ეს ყველა ხელისუფლებას ეხება”