სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 224 ადამიანი იმყოფება

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პირი ფოთში იმყოფება თვითიზოლაციაში, ჯამში – 46 პირი, ვადის გასვლის გამო ზედამხედველობიდან მოხსნილია – 1. კარანტინში არის – 5. შემდეგ მოდის ზუგდიდი, სადაც თვითიზოლაციაშია – 35 პირი, აქედან მოიხსნა – 13, კარანტინში რჩება – 2.

23-მდეა გაზრდილია მაჩვენებელი აბაშაში, ზედამხედველობიდან მოიხსნა – 5, კარანტინშია – 3.

სენაკში თვითიზოლაციაში მყოფი – 31 პირი რჩება, მოიხსნა მხოლოდ – 1. ამდენივე რჩება კარანტინში.

მარტვილში- 16 პირია იზოლაციაში, მოიხსნა-3, კარანტინშია-1.

მესტიაში სულ – 2 პირია თვითიზოლაციაში მოხსნილია – 4, კარანტინში არცერთი პირი არ არის.

წალენჯიხას რაც შეეხება, აქ თვითიზოლაციაშია – 27 ადამიანი, ზედამხედველობიდან მოიხსნა -1, კარანტინშია – 2.

ჩოროწყუში – 23 პირია იზოლაციაში, მოიხსნა – 1, იზოლაციაშია – 3.

ხობში – 21 პირი რჩება იზოლაციაში, 3 – ზედამხედველობიდან მოიხსნა, 5 – კარანტინშია. სულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 224 ადამიანია

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 15 სამხედრო შეიყვანეს, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ