სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 203 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა ადრე გამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტებია. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფიცირების უცნობი წყაროების დასადგენად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგები ღრმა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს ატარებენ.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 284 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში იმყოფება – 148 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისა 70 პაციენტი.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობს 39 კოვიდდადასტურებული პაციენტი. მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმის არის რვა პაციენტი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 41 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა 12 პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 30 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 26 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 116 ადამიანი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გარდაიცვალა ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი. 87 წლის მამაკაცი სენაკის კლინიკა „სენამედში“ მკურნალობდა.

banner
წინა სტატიაშიინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში 13 449 ტესტი ჩატარდა
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში, 175 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა