სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 107 პაციენტი.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში მკურნალობს 196 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 70 პაციენტი, სენაკის „სენამედის კლინიკაში“ – 35, ფოთის კლინიკაში – 37, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 16, აბაშის „ევექსის“ კლინიკაში – 16, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 22.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 54 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია კამალა ჰარისს – თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია
შემდეგი სტატიაბათუმში მოქალაქეები ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ