სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 434 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში 434 დაფიქსირდა.

სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში ორი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა. აბაშის მკვიდრი 66 წლის პაციენტი ქუთაისის ჰოსპიტალ სერვისში მკურნალობდა და მას თანდაყოლილი დაავადებები ჰქონდა. ასევე თანდაყოლილი დაავადებები ჰქონდა სენაკის მკვიდრ 84 წლის მამაკაცს, რომელიც სენაკის კლინიკა „სენამედში“ გარდაიცვალა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 128 ადამიანი.

რუხის კლინიკაში იმყოფება 150 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისა 60 პაციენტის მდგომარეობა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 5 450 შემთხვევა დაფიქსირდა, 2 306 ადამიანი გარდაიცვალა

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა მარტვილში
შემდეგი სტატიაპროკურატურამ არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე გ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა