სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საბავშვო ბაღი შენდება

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სოფელ ჯუმში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

თანამედროვე სტანდარტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ამასთან ერთად მოეწყობა სათამაშო მოედანი. პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 800 000 ლარამდეა.

სულ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით შენდება 12 ახალი საბავშვო ბაღი, ერთს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება, დაგეგმილია 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა.

banner
წინა სტატიაშისაკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლებმა მუშაობა COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლეს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს