სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად აკაკი ხასაია დაინიშნა.

აკაკი ხასაია ამ დრომდე შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა. მანამდე ის სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა შსს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. 2015 წელს აკაკი ხასაია უკვე იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, თუმცა ის მაშინ თბილისში, გლდანი – ნაძალადევის სამმართველოში გადაიყვანეს.

აკაკი ხასაია დაიბადა 1979 წელს, გალში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გუშინ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა. პოლიციის პოლკოვნიკი მერაბ წურწუმია სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 2019 წლის 8 აპრილს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა ხუთ ლაბორატორიაში
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: კორონა იქნება ძეგლი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საფლავზე