სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით დაჯარიმდა 141 პირი

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის რჩება 68 პირი. 7 აპრილის მონაცემებით, თვითიზოლაციაშია – 55 პირი; თვითიზოლაცია დაასრულა- 685-მა პირმა.სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,პარალელურად მიმდინარეოს თერმოსკრინინგი. პროცესი უკვე დასრულდა ზედა ეწერში,ამჟამად მიმდინარეობს ინგირსა და შამგონაში.

მათივე ცნობით,გამოვლენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 142 ფაქტი, დაჯარიმდა 141 ფიზიკური პირი და 1 იურიდიული პირი.

რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს,რომელიც არის ეწარმოშობით აფხაზეთიდან და ცხოვრობდა ხობში,გადმოიყვანეს ანაკლიის საკარანტინე ზონიდან ზუგდიდის ინფექციურში, მისი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში,ამას ინფექციონისტები დღეს გადაწყვეტენ.

banner
წინა სტატიაშიფოთში სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების დამუშავება გრძელდება
შემდეგი სტატიაბათუმში შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირების წყარო უცნობია