სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან აქცია იმართება

ხუთი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლები სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტაციასთან აქციას მართავენ.  გაუჩინარებულის ოჯახის წევრების ძირითადი მოთხოვნა საქმის დროული გამოძიებაა.

აბულაძის ახლობლების თქმით ხუთი წლის განმავლობაში საქმეში სიახლე არ არის და გამოძიება ადგილიდან არ დაძრულა. აბულაძის მშობლები სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსს ადანაშაულებენ და აცხადებენ რომ სწორედ მისი ლობირებით საქმის გამოძიება არ ხდება.

 

შეგახსენებთ გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. ის სახლიდან სასტუმრო “ანაკლიაში” წავიდა, რის შემდეგაც აბულაძე არავის უნახავს. გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ ოჯახმა წერილი იპოვა, რომელშცი ეწერა: “გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ”.

banner
წინა სტატიაშიიან კელი – მოხიბლული ვარ საქართველოს მთავრობის ეფექტური ქმედებებით, ვინაიდან უწყებებს შორის ინფორმაციის გაზიარების რეალური მოდელი შექმნა
შემდეგი სტატიასართიჭალაში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა