სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსად ლევან სულაშვილი დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსად ლევან სულაშვილი დაინიშნა, ის ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი კორესპონდენტია სამეგრელოს რეგიონში. ლევან სულაშვილმა ინფორმაცია ურნალისტებთან დაადასტურა, მისი თქმით, ის ხვალიდან ოფიციალურად შეუდგება საქმიანობას.

ხოლო რაც შეეხება,  პრესსამსახურის სხვა ვაკანტურ ადგილებს ,სულაშვილის თქმით  ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის თუ ვინ დაიკავებს ამ პოსტებს. შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა პაატა ლაგვილავამ გუნდთან ერთად თანამდებობა 2 დღის წინ, ახალი გუბერნატორის დანიშვნის შემდეგ დატოვა.

banner
წინა სტატიაშივიეტნამელები ჯონ მაკკეინს პატივს მიაგებენ
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს