სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

გრიგოლეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა „თაიმერმა“ დავით კოდუასთან დაკავშირება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო- ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ და რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაციაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამ ეტაპზე თანამდებობას გუბერნატორის ორი მოადგილე ინარჩუნებს.

banner
წინა სტატიაშიIBSU-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „ჩაღლარის“ საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებების დარღვევის ტენდენციის გაგრძელებაა
შემდეგი სტატიაარგენტინაში რუსეთის საელჩოში ნაპოვნი კოკაინი გაანადგურეს