სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა გვასალია აქტივისტების შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
ამის შესახებ სოპციალურ ქსელში აქტივისტი მარიამ სიჭინავა წერს.
“ერთი წლის თავზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ზუგდიდის მთავარი პროპაგანდისტი, სამხარეო რწმუნებული ადმინისტრაციის ლოთი უფროსი, ლაშა გვასალია კანონდამრღვევად ცნო და ჩემი შეურაცხყოფისთვის 500 ლარით დააჯარიმა”,- წერს სიჭინავა.
ცნობისთვის, სამეგრელოს რწმუნებულის ადმინისტრაციის შეფი 7 ოქტომბერს ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა და შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, გვასალია არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და სავარაუდოდ, ავტომობილსაც ნასვამი მართავდა.
















