სამეგრელო-ზემო სვანეთიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 9 შეტყობინება შევიდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 14:00 საათისთვის, 9 შეტყობინება შევიდა, – ამის შესახებ  ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში მეხანძრე-მაშველებმა 4 სცხოვრებელ სახლში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელეს.  სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მობილიზებული იყო ასევე, სასტუმრო „ოქროს საწმისის” მიმდებარედ დატბორილ ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველებმა წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მარტვილის სოფელ ბანძაში ,3 საცხოვრებელ სახლში განახორციელეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, სენაკიდან 1 შეტყობინება მიიღეს ,სადაც მეხანძრე- მაშველებმა მოქალაქის საცხოვრებელ სახლში სანიაღვრე არხიდან წყლის ამოტუმბითი სამუშაოები ჩაატარეს.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან სახანძრო-სამაშველოს დამატებითი ძალებია მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში, საქართველოს სხვა რეგიონებიდან საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ შემოსულა”, – ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიგანურჩევლად მოქალაქეობისა საქართველოში ყველას თანაბარი ყურადღება ექცევა-დავით სერგეენკო
შემდეგი სტატიანასამ მზისკენ ზონდის გაშვება ერთი დღით გადადო