სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ დარჩელის და დიდინეძის სკოლების მოსწავლეებს და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ,,მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებული, დარჩელის პირველი საჯარო სკოლა გახსნა. სკოლაში სამასამდე მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 31 პირველკლასელია. სახელმწიფო რწმუნებულმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

წელს ,,მილენიუმის” პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუთ საჯარო სკოლას (ქალაქის მე-4, მე-8, მე-10, ინგირის მე-2 და დარჩელის პირველი საჯარო სკოლები).

პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა, სველი წერტილები. შენობები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სკოლებში განახლდა სასკოლო ინვენტარი.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებულმა, ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდინეძის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცა. სკოლაში წელს სველი წერტილების პრობლემა გადაიჭრა.

რეგიონის მასშტაბით კი სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 94 საჯარო სკოლას.

banner
წინა სტატიაში“რუსული ხელისუფლება ქვეყანას დაეპატრონა და საკუთარი მედიასაშუალებებით ცდილობს გზა-კვალი აუბნიოს მოქალაქეებს” – სალომე სამადაშვილი
შემდეგი სტატიასაბა მეტრეველი – იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ დაუბრუნდა ქართულ სკოლას