სამეგრელო ძალიან კარგად ხვდება, რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა 4 ოქტომბრის ფარსში – ლაშა ფარულავა

ბოიკოტი არჩევნებს – “უნდა დავამარცხოთ რუსული წესრიგი, რუსული მმართველობა, რომელსაც საქართველოში “ივანიშვილის რეჟიმს” ვუწოდებთ”

საქართველოში 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, თუმცა, კოალიციური ოპოზიცია სრულად ემიჯნება “ოცნების” ფარსს და მოსახლეობას მოუწოდებს სიცრუეში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა “თაიმერთან” საუბრისას აღნიშნავს, ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმად წოდებული რუსული წესრიგი და მმართველობა უნდა დასრულდეს.

“ზოგადად, მეგრელები უნიკალურები არიან და ყველაზე კარგად ხვდებიან, რა არის მთავარი. მთავარი არის ერთიანობა, რუსთაველის გამზირზე დაწყებული ჩვენი ეს ბრძოლა უნდა გაიშალოს მთელს საქართველოში და სამეგრელო უნდა იყოს ამ ფერხულში მთავარი აქტორი. იმიტომ, რომ სამეგრელო ყოველთვის კარგად ხვდებოდა რა დროს რა ნაბიჯი უნდა გადაედგა. ასე იყო ზვიად გამსახურდიას დროს, მერაბ კოსტავას დროს, ასე იყო მაშინაც, როცა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო ბრძოლა კორუფციის და შევარდნაძის მმართველობის წინააღმდეგ და სწორედ, ახლაც იგივე სპირალშია ჩვენი ქვეყანა. უნდა დავამარცხოთ რუსული წესრიგი, რუსული მმართველობა, რომელსაც საქართველოში ივანიშვილის რეჟიმს ვუწოდებთ, რომელიც იქცა ტირანიად და ტირანია აუცილებლად დასრულდება ამ ქვეყანაში. ერთიანობა, ზეპარტიული ბრძოლა, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, მოიტანს შედეგს”, – განმარტა ლაშა ფარულავამ.

“ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, კრდაკარს აწარმოებს. პარტიის ლიდერები ამჯერად, წალენჯიხაში იმყოფებიან. ისინი დღეს პარტიის ერთგული მებრძოლის, წალენჯიხის ყოფილი მერის, გია ხარჩილავას საფლავზე იმყოფებოდნენ.

“ცხონებული გია ხარჩილავა არის დემოკრატიული ოპოზიციის გამარჯვების და ჩვენ ანგარიში ჩავაბარეთ გიას, პირველ რიგში, მის სულს, ვინაიდან, ბრძოლა, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, არის ბრძოლა, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ვიყავით ფოთში, სენაკში. ვაგრძელებთ და ვაპირებთ შეხვედრებს ჩხორიწყუსა და ზუგდიდში. ასევე, წალენჯიხაში გვქონდა გასაუბრება თანამოქალაქეებთან და სამეგრელო კარგად ხვდება, რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა 4 ოქტომბრის ე.წ. არჩევნებში, ვინაიდან, ეს არის ფარსი, ტყუილი და ამ ტყუილში მონაწილეობას არ იღებს სამეგრელო. იმიტომ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობა, ზეპარტიული ბრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის და სწორედ, წალენჯიხაში ვიმყოფებით იმისთვის, რომ ავიღოთ გამარჯვების ბაირაღი, რომელიც გია ხარჩილავამ დადო ამ ქალაქში და აი, ამ ქალაქის გამარჯვება უნდა წავიღოთ ჩვენ თბილისში. გამარჯვება, რომელიც ერთად უნდა მოვიპოვოთ”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ.

 

 

banner
წინა სტატიაშიმთავარია, ეროვნულ მოძრაობად ჩამოვყალიბდეთ და ყველამ დავიოკოთ ამბიციები – დარეჯან ცხვიტარია
შემდეგი სტატია“ელოდეთ ჩვენს დაბრუნებას, ჩვენ არ ვპატიობთ” – “ანონიმუსი” “ქართულ ოცნებას” მიმართავს